вторник, 10 июня 2014 г.

 
პროექტის სახელწოდება: უსახლკარო  ( ქუჩის ) ბავშვები.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან უსახლკარო ბავშვებს, მათი მდგომარეობის შესწავლა, მზრუნველობისა და თანაგრძნობის გამოვლენა და საზოგადოებასთან ადაპტირება.
პროექტის აქტუალობა: უსახლკარო ბავშვებში პიროვნული ღირსების ურთიერთ პატივისცემის ქცევის წესების უნარ- ჩვევების გამომუშავება და საზოგადოებასთან ადაბტირება, რომ არ წაგვართვას ქუჩამ.
პროექტის მიზნები:კრიტიკული აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება; ისტ–ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გაფორმება და ინტერნეტში გამოქვეყნება. პრობლემატურ თემის შერჩევა და მასზე ჩანახატების,  და ტექსტების შექმნა.
მონაწილეთა ასაკი: 16 წლის
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; შეიქმნება შერჩეულ თემაზე ჩანახატები,  და მცირე ტექსტები. შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები;   შეიქმნება ანგარიში;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, სკანერი,  დიდი ფორმატის ქაღალდი, ფანქრები, საშლელი, ფლმასტერი, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, ჭიკარტები.
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს მოიფიქრონ ისეთი თემები, რომლებიც ყველა დროისთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება შესთავაზოს:
·         ქუჩის ბავშვები.
·         დავეხმაროთ უპატრონო ბავშვებს.
საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ და შეისწავლონ  შერჩეული თემის მიხედვით სურათები, შემდეგ პროექტის მონაწილეებს დაევალებათ შერჩეულ თემაზე შექმნან ჩანახატები,  და ტექსტები. მოხდება დამუშავებული და შექმნილი ინფორმაციის შეჯერება .შეიქმნება ბლოგი, რომელზე განთავსდება დასკანირებული ჩანახატები და ტექტსტები. მოსწავლეები შეაჯერებენ პროექტს და დაიწყებენ პროექტის ელექტრონული ანგარიშის  შექმნას. პროექტი პროექტორის გამოყენებით წარდგენილი იქნება ფართო საზოგადოებისათვის. დასასრულ მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, რუსული
პროექტის ხელმძღვანელი: მზია ზოიძე
ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა: mzizo795@gmail.com
პროექტის ბლოგი: http://meore-mziazoidze.blogspot.com/